დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
მაილაინი
|
გამოქვეყნდა: 23 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 23 სექტემბერი
|
კომპანია "მაილაინი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი.
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-შაბათი 11:00-19:00)
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებელთან ეფექტური და თავაზიანი კომუნიკაცია, საჭიროებების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის/სერვისის შეთავაზება;
** ფილიალში არსებული სრული პროდუქციის კარგად შესწავლა, მათი ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით;
** გაყიდული პროდუქტის საგარანტიო პირობების გაცნობა მომხმარებლისთვის;
** კომპანიის სტანდარტების შესაბამისად კვალიფიციური მომსახურების გაწევა და ყველა ეტაპის მაღალ დონეზე შესრულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი);
** ინგლისური ან/და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
** პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, ენერგიულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1000ლ + საბონუსე სისტემა.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოგვიგზავნეთ მეილზე - Hr@myline.ge
დამატებითი უნარები ჩაითვლება უპირატესობად და თქვენი კანდიდატურა შესაძლოა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე.
წარმატებას გისურვებთ!
|
|
|
|