დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება - IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ემ ბი სი
|
გამოქვეყნდა: 23 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
|
სს მიკრობანკი "ემბისი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას - IT მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ტიპი: სრული სამუშაო განაკვეთი;
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე;
სტაჟირების ანაზღაურება: ანაზღაურებადი;
მდებარეობა: თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. #68;
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 21.09.2025.
კომპანიის შესახებ:
სს მიკრობანკი ემბისი 10 წელზე მეტია ოპერირებს ქართულ საფინანსო ბაზარზე და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და თანამედროვე ფინანსურ ინსტიტუტს წარმოადგენს. ემბისი ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებაზე და აღნიშნულ სეგმენტს საბანკო სერვისების სრულფასოვან ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია საქართველოს 8 რეგიონში 17 სერვის ცენტრითაა წარმოდგენილი და მისი მუშაობის მთავარი პრინციპებია: მომსახურების მაღალი სტანდარტი, სერვისის სისწრაფე და სიმარტივე, მომხმარებლებთან გრძელვადიანი, გამჭვირვალე და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბება. ემბისი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართულ ორგანიზაციებს შორის, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს. კომპანიას საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული.
ძირითადი მოვალეობები:
** ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა;
** ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია პერსონალურ კომპიუტერებზე;
** კომპიუტერული ტექნიკის დაზიანების აღმოფხვრა;
** თანამშრომლების კონსულტირება კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის საკითხებზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** სასურველია აპარატული უზრუნველყოფის ტექნიკური ექსპლუატაციის რეჟიმების ცოდნა;
** აპარატული უზრუნველყოფის დაზიანების დიაგნოსტირება
** სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;
უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული;
** სწავლის და განვითარების სურვილი;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულს https://hel-ai.com/apply/k37pYLP და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთოთ თქვენი რეზიუმე/CV ან LinkedIn-ის URL ბმული.
|
|
|
|