Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660447&print=yes&view=jobs
 
ხარჯთაღმრიცხველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარჯთაღმრიცხველი
მომწოდებელი: ელქრითი
გამოქვეყნდა: 23 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
შპს "ელქრითი" პოზიციონირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე როგორც სანდო და შედეგზე ორიენტირებული პარტნიორი.

კომპანია დამკვეთებს სთავაზობს პროექტირების, წარმოებისა და მონტაჟის სრულ ციკლს, როგორც რკინაბეტონის ანაკრები კონსტრუქციების, ასევე ლითონკონსტრუქციების გამოყენებით.
ჩვენი მთავარი უპირატესობა მოქნილი მიდგომაა, რაც საშუალებას გვაძლევს დამკვეთებს შევთავაზოთ მათ საჭიროებებზე მორგებული, ოპტიმალური სამშენებლო გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულად პასუხობს ტექნიკურ მოთხოვნებს, ბიუჯეტსა და პროექტის ვადებს.

შპს "ელქრითი" ქმნის მყარ საფუძველს თქვენი პროექტის წარმატებისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.elementholding.ge

"ელქრითი" აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რკინაბეტონის/ მეტალის კონსტრუქციების წარმოებისა და მონტაჟისთვის ზუსტი და დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
** პროექტის ბიუჯეტების მჭიდროდ მონიტორინგი;
** პროექტის დაწყებამდე შესაბამისი კალენდარული გრაფიკის მომზადება;
** პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონიტორინგი;
** პროექტების მიმდინარეობის შესახებ რეგულარული პროგრეს-რეპორტების მომზადება;
** ობიექტებთან, მომწოდებლებთან და პროექტში ჩართულ მხარეებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა N2) დამუშავება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინჟინერიის, სამშენებლო მენეჯმენტის, ან მონათესავე დარგში;
** ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Excel, MS Word, ArchiCAD, AutoCAD) პროფესიულ დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** ინიციატორობა;
** დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად იქნება განხილული.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
** FitPass;
** ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2025 წლის 22 სექტემბრამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ელქრითმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "ელქრითის" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია