დასახელება:
საგადასახადო აღრიცხვის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
არქი
|
გამოქვეყნდა: 23 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 15 სექტემბერი
|
კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 25-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.
"არქიში" ვეძებთ საგადასახადო აღრიცხვის მენეჯერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
** საგადასახადო პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
** საგადასახადო აღრიცხვის და საგადასახადო დეკლარირების მონიტორინგი;
** საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება და მენეჯმენტის, კრედიტორების, ინვესტორების და აუდიტორების საბუღალტრო ინფორმაციით უზრუნველყოფა;
** საბუღალტრო ოპერაციების სისწორის მონიტორინგი, კონტროლი, რეკომენდაციის გაცემა საგადასახადო მიმართულებით;
** არსებული კომპანიების დეკლარაციების გადამოწმება/დამუშავება/რისკების პროგნოზირება;
** საგადასახადო კანონმდებლობასა და რეგულაციებში ცვლილებების შესახებ ინფორმირებულობის შენარჩუნება და ორგანიზაციისთვის პოტენციური რისკების ან/და შესაძლებლობების პროაქტიული იდენტიფიცირება;
** საგადასახადო შესაბამისობის ხელშეწყობა კომპანიაში, საჭიროების შემთხვევაში, ტრენინგებისა და შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** ACCA-ის ჩაბარებული მოდულები ჩაითვლება უპირატესობად;
** IFRS და ISA სტანდარტების ცოდნა;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტორულ კომპანიაში საგადასახადო მიმართულებით;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** Ms Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით:
https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|