დასახელება:
PR/მარკეტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Master Tools
|
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
კომპანია "MASTER TOOLS" აცხადებს ვაკანსიას PR/მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ორშაბათი-პარასკევი: 9:00-18:00, შაბათი: 9:00-16:00
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ცნობადობის გაზრდა;
** კომპანიის ბრენდის მართვა, იმიჯის წარმოჩენა;
** სავაჭრო ცენტრის არსებულ კომპანიებთან მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების, პრეზენტაციების, აქტივობების, ღონისძიებებისა და საინფორმაციო კამპანიების მომზადება;
** კომპანიის PR/მარკეტინგული სტრატეგიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამოქმედო გეგმების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი;
** კომპანიის სოციალური ქსელების შექმნა-გაუმჯობესება, ინფორმაციის განთავსება, მომხმარებლებთან კომუნიკაცია, მართვა და კოორდინირება;
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა, სარეკლამო კონცეფციების, სცენარების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავებაში მონაწილეობა;
** PR/მარკეტინგული ბიუჯეტის შედგენა-მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებით სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიის PR/მარკეტინგული სტრატეგიის მართვას;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება. პრიორიტეტი მიენიჭება მარკეტინგს, PR-ს, ბიზნეს ადმინისტრირებას ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებას;
** შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** მარკეტინგისა და პიარ ანალიზის მართვის ცოდნა;
** სოციალური მედიის მარკეტინგის ცოდნა;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** კომპიუტერული (MS Office, Word, Excel, PowerPoint) პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** კომპანიის საერთო მიზნებზე ორიენტირება;
** შედეგიანი კომუნიკაციის უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებული;
** ინფორმაციის ანალიზისა და გადაცემის უნარი;
** კონცენტრირებულად და შედეგიანად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** კომუნიკაბელურობა, კრეატიულობა;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი, მოწესრიგებულობა და ორგანიზების კარგი უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: info@masterools-ge.com და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|