Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660396&print=yes&view=jobs
 
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: Master Tools
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "Master Tools" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

შპს "Master Tools" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც 12 წელზე მეტია, მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს სამშენებლო პროდუქციის დისტრიბუციას. (კერძოდ საღებავების). ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი სერვის ცენტრით ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე და ვიძლევით გარანტიას ჩვენი პროდუქციის ხარისხზე.

აუცილებელი მოთხოვნები: აუცილებელია ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა. ასევე რუსული ან თურქული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (BC კატეგორია) და მართვის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი;
** სამარშრუტო უბნების ზედმიწევნით ცოდნა

ხელფასი განისაზღვრება სტაჟისა და ცოდნის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით მისამართზე info@mastertools-ge.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია