Робота для біженців з України
სოციალური მედია მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი
მომწოდებელი: აზროვნების აკადემია
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 30 სექტემბერი
"აზროვნების აკადემია" აცხადებს კონკურსს სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ვაკანსიის აღწერა

"აზროვნების აკადემია" არის კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც 2017 წლიდან ახორციელებს პროექტებს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა და სეგმენტისათვის.

"აზროვნების აკადემიის" შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://azraki.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური ქსელების (Facebook, Instagram, TikTok, YouTube, და სხვ.) მართვა;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და ოპტიმიზაცია;
** ყოველთვიური კონტენტის კალენდრის შემუშავება და შესრულება;
** შედეგების ანალიზი და შესაბამისი რეპორტების მომზადება;
** სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** სოციალური მედიის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი და ინოვაციური მიდგომების დანერგვა;
** E-mail მარკეტინგი;
** Tkt.ge-სთან კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სოციალური პლატფორმების მართვის საფუძვლიანი ცოდნა;
** სასურველია META ADS & GOOGLE ADS-ში მუშაობის გამოცდილება;
** ქართულად გამართულად წერის უნარი;
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ 1-2 წელი აღნიშნულ სფეროში.
** უცხო ენები: ინგლისური ენა

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბაგები, ზ. საკანდელიძის #9
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-18:00 სთ.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

ჩვენ გთავაზობთ:

** კორპორატიული დაზღვევა (გამოსაცდელი ვადის შემდეგ)
** კვებით უზრუნველყოფა
** Fitpass
** http://onlineacademia.ge-ზე წვდომა
** აზროვნების აკადემიის კურსებსა და სალონურ საუბრებზე უფასო დასწრება
** ჩვენი გამომცემლობის წიგნებზე 50%-იანი ფასდაკლება

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე გამოგზავნოთ ელ.ფოსტაზე hr@azraki.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2025 წ.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!

თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "აზროვნების აკადემია მოზარდებისთვის" მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენი მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა რელევანტური პოზიციისთვის - თუ ეთანხმებით აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე