Робота для біженців з України
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Master Tools
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
სადისტრიბუციო კომპანია შპს "MASTER TOOLS" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

შპს "MASTER TOOLS"ი არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც 12 წელზე მეტია, მომხმარებლის მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს სამშენებლო პროდუქციის დისტრიბუციას. (კერძოდ საღებავების). ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქცია აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. ჩვენი სერვის ცენტრით ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ჩვენს მომხმარებლებზე და ვიძლევით გარანტიას ჩვენი პროდუქციის ხარისხზე.

აუცილებელი მოთხოვნები: აუცილებელია ქართული ენის მაღალ დონეზე ცოდნა. ასევე რუსული ან თურქული ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ინფორმაციის და ინსტრუქციების გაცნობის/ათვისების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ** მიმდინარე პროექტის სრულყოფილად შესწავლა;
** კლიენტთან მოლაპარაკების წარმოება;
** ბაზრის კვლევა და კომპანიისთვის სხვა საინტერესო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება;
* კონკურენტების კვლევა და ანალიზი;
** პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ტიპის ფუნქცია-მოვალეობების შესრულება;
** საქმიანი მიმოწერის წარმოება პარტნიორ კომპანიებთან;
** გაყიდვების ანალიზი;
** გაყიდვების სტიმულირებისთვის მარკეტინგული ღონისძიებების ჩატარება;
** ფასების მონიტორინგი;
** ბრენდის განვითარებაზე ზრუნვა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება;
** კლიენტთან ანგარიშსწორება განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად;
** სარემონტო მასალების ცოდნა კერძოდ საღებავების.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (BC კატეგორია) და მართვის გამოცდილება მინიმუმ 5 წელი;
** სამარშრუტო უბნების ზედმიწევნით ცოდნა.

(ხელფასი განისაზღვრება სტაჟისა და ცოდნის მიხედვით).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით მისამართზე info@mastertools-ge.com და "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე