Робота для біженців з України
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: Golden Tulip Design Tbilisi
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
"Golden Tulip Design Tbilisi" არის ბრენდული სასტუმრო, რომელიც გაიხსნა 2022 წლის ზაფხულში. სასტუმრო არის საერთაშორისო გლობალური მოთამაშის Louvre Hotels Group-ის ნაწილი, რომლის პორტფელიც მოიცავს 1700-ზე მეტ სასტუმროს მსოფლიოს 70 ქვეყანაში.

"Golden Tulip Design Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

სასტუმროს ტექნიკოსი პასუხისმგებელია ყოველდღიურად ტექნიკური აღჭურვილობის კონტროლზე, ინფრასტრუქტურისა და სისტემების (მათ შორის HVAC და ელექტრო) პრობლემების აღმოჩენასა და შეკეთებაზე.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სასტუმროს შენობისა და ტექნიკური მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** სასტუმროს საცხოვრებელი ნომრების რეგულარული ინსპექტირება პრობლემების აღმოსაჩენად და აღმოსაფხვრელად.
** სასტუმროს წყალმომარაგების სისტემების ზედამხედველობა.
** საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან ტექნიკური პრობლემის აღმოფხვრის მიზნით.
** ელექტრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** სასტუმროს აღჭურვილობის მუდმივი მონიტორინგი და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
** გათბობისა და გაგრილების, ვენტილაციის სისტემების მუდმივი კონტროლი და პრობლემების შემთხვევაში მათი დროული აღმოფხვრა.
** მთავარი ინჟინრის მიერ დაკისრებული შესაბამისი დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი

იმისათვის, რომ გახდეთ ჩვენი Golden Hospitality Team-ის წევრი, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@goldentulipdesigntbilisi.com 2025 წლის 20 სექტემბრამდე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება). გაცნობებთ, რომ გასაუბრებისათვის დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე