დასახელება:
საბაჟო ბროკერი
|
მომწოდებელი:
Nuts Time
|
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
კომპანია "Nuts Time" LLC აცხადებს ვაკანსიას საბაჟო ბროკერის პოზიციაზე.
ვებ-გვერდი: https://nutstime.ge
სამუშაო ადგილმდებარეობა: ფოთი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** შემოსული ტვირთების განბაჟებისთვის საჭირო ყველა პროცესის წარმოება (განბაჟება, დეკლარაციის ბეჭდვა, საბაჟო კუთხით საბუთების სისწორის შემოწმება (ინვოისები, სერტიფიკატები));
** სატრანსპორტო და თანმხლები დოკუმენტაციის მიღება, გაცნობა და დაკომპლექტება შემდგომი დამუშავების მიზნით;
** საბაჟოზე წარსადგენი დოკუმენტაციის შემოწმება და შესაბამისობის დადგენა არსებულ კანონმდებლობასთან მიმართებაში;
** ტერმინალში ჩამოსული ტვირთის შემთხვევაში სატვირთო ოპერატორისგან დოკუმენტაციის მიღება შემდგომი საბაჟო პროცედურების წარმოების მიზნით;
** დოკუმენტაციის დამუშავება ტრანზიტთან დაკავშირებული პროცედურების სრულყოფილი და დროული წარმართვის მიზნით;
** დასრულებული დოკუმენტაციის გადაცემა შესაბამისი პერსონალისთვის ან დამკვეთისთვის მომსახურების პროცესის დასასრულებლად;
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარები;
** დეტალებზე ორიენტირების უნარები;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: gvantsa@pbservices.ge
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|