დასახელება:
დირექტორის თანაშემწე
|
მომწოდებელი:
Sakura Properties
|
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
"Sakura Properties", პრემიუმ უძრავი ქონების საბროკერო კომპანია თბილისში, ეძებს გამოცდილ და მაღალორგანიზებულ პირად ასისტენტს აღმასრულებელი დირექტორისთვის.
ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული პოზიცია — ეს არის სტრატეგიული როლი, რომელიც მოითხოვს პასუხისმგებლობას, პრიორიტეტების მართვას და მჭიდრო ჩართულობას კომპანიის ყოველდღიურ პროცესებში.
ძირითადი მოვალეობები:
** აღმასრულებელი დირექტორის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში (ელ-ფოსტა, კალენდარი, შეხვედრების დაგეგმვა).
** აქტიური კომუნიკაცია კომპანიის კლიენტებთან სხვადასხვა საკითხზე — ინფორმაციის დაზუსტება და კოორდინაცია.
** ადმინისტრაციული პროცესების მართვა: ფაილების ორგანიზება, მონაცემების მოწესრიგება, კომპანიის შიდა ჩატების მოწესრიგება.
** დირექტორისთვის ვადების, შეხვედრების და პრიორიტეტების კონტროლი, დღის განრიგის შედგენა.
** გუნდის წევრებთან კოორდინაცია სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესასრულებლად.
** მცირე პროექტების დამოუკიდებლად წარმართვა დირექტორის სახელით და სხვა არსებულ მიმდინარე პროექტებში ჩართვა ინფორმაციული და ორგანიზაციული მხარდაჭერით.
შენ გეძებთ თუ:
** შენი ცხოვრების მოწოდება გეგმების შედგენაა
** ყველა მეგობართან შეხვედრებზე ყოველთვის შენ მიდიხარ პირველი
** გიყვარს ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივება
** აღარ ხარ უნივერსიტეტში
** გაქვს 1-2 წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციულ პოზიციაზე
** შენი დესკტოპი და ტელეფონის მენიუ იდეალურადაა დალაგებული
** ხარ 24+ წლის
** გიყვარს ეს ცხოვრება და გიხარია ყოველი დღე (ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია)
** ეძებ საინტერესო სამსახურს, სადაც ბიზნესის ყველა ასპექტთან გექნება ახლო შეხება
პიროვნული უნარები:
** ძალიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** ორგანიზებულობა და პრიორიტეტების მართვის უნარი.
** ინიციატიურობა — პრობლემის დროულად დანახვა და გადაწყვეტილების შეთავაზება მანამ, სანამ ამის შესახებ სხვა გეტყვით
** დეტალებზე ორიენტირებულობა (აუცილებელია)
** კომუნიკაციის მაღალი კულტურა, როგორც წერილობით, ასევე ზეპირად
რატომ უნდა გახდე Sakura-ს გუნდის ნაწილი:
** სწრაფად მზარდი კომპანია, სფეროს ერთ-ერთი ლიდერი საქართველოში.
** პროფესიონალური და თანამედროვე სამუშაო გარემო.
** ტრენინგების თანადაფინანსება და მუდმივი განვითარება.
** დადებითი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი
სამუშაო პირობები:
** ხელფასი: 1200-1500 ლარი (NET) (ანაზღაურება ინდივიდუალურად განიხილება კანდიდატებთან გამოცდილებიდან და პოზიციასთან შესაბამისობიდან გამომდინარე)
** სამუშაო გრაფიკი: 10.00-18.00
** სამუშაო დღეები: ორშ-პარ
** ლოკაცია: მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ
კომპანიის გაცნობა შეგიძლია ჩვენს გვერდებზე: https://www.instagram.com/sakura.properties/
რეზიუმე კი და საინტერესო ინფორმაცია შენ შესახებ ამ ლინკის მეშვეობით გაგვიზიარე: https://forms.gle/q6NKGvJSv37KBVpo6
|
|
|
|