Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ჯი თი სი ქრენექსი
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
"SANY"-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში, კომპანია "ჯი თი სი ქრენექსი", აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

"ჯი თი სი ქრენექსი" არის "ჯი თი სი ჯგუფის" წევრი, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგია სამშენებლო სექტორში და ფარავს დარგის ყველა ძირითად მიმართულებას.

"ჯი თი სი ქრენიქსი" წარმოადგენს "SANY"-ს ოფიციალურ დილერს საქართველოში, ამწეების მიმართულებით და მომხმარებლებს სთავაზობს კოშკურა ამწეების და მობილური ამწეების სერვისს, ნასყიდობას და იჯარით მომსახურებას.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 122
თანამდებობის დასახელება: ბუღალტერ - ანალიტიკოსი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მიმდინარე ბუღალტრული ოპერაციების წარმოება კანონმდებლობასთან და საერთაშორისო ფინანსური აღრიცხვის სტანდარტებთან შესაბამისად;
** ყოველთვიური ფინანსური ანალიზის მომზადება კომპანიის დირექტორისთვის;
** ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების ჩაბარება;
** კომპანიის დაგეგმილი ბიუჯეტის კონტროლი ყოველთვიურ ჭრილში;
** ფაქტიური ფინანსების აწყობა ყოველთვიურად, ბიუჯეტთან შედარება და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან;
** იმპორტირებული პროდუქციის მიღებისთვის საჭირო საბუღალტრო ოპერაციების განხორციელება, საბაჟო პროცედურაში მხარდაჭერა, ბალანსზე აყვანა;
** საწყობთან კოორდინირებული მუშაობა მარაგების სიზუსტის აღსარიცხად;
** საბაჟო დოკუმენტაციის სისწორის მონიტორინგი;
** უკან დაბრუნებული საქონლის მონიტორინგი და შესაბამისი საბუთების უზრუნველყოფა;
** პროგრამაში საჭირო რეპორტების აწყობა;
** კომპანიის ფინანსურ დირექტორთან სხვადასხვა ტიპის ფინანსური რეპორტინგი;
** კომერციულ ბანკებთან კომუნიკაცია ყველა ფინანსურ ოპერაციასთან დაკავშირებით;
** ყოველთვიურად თანამშრომლებისთვის სახელფასო ცხრილის აწყობა და ანაზღაურების ჩარიცხვა;
** ყოველკვარტალურად მოგება-ზარალისა და ბალანსის შესახებ დოკუმენტაციის გადაგზავნა/ატვირთვა.
** სასაქონლო ზედნადებების პროგრამულად ასახვა, დაარქივება;
** საბანკო ოპერაციების პროგრამულად ასახვა შესაბამისი დავალებების მიხედვით;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენა/მიღება, დამუშავება, აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** დაკისრებული მოვალეობების დროული და კვალიფიციური შესრულება;
** კომპანიის თანამშრომელთან შეთანხმებული და კოორდინირებული მუშაობა;
** ფინანსური და მენეჯერული რეპორტების მომზადება;
** საპროგნოზო ფინანსების აწყობა მოქნილი ფინანსური მოდელით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ბუღალტერიის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სწრაფად მუშაობის უნარი;
** საბუღალტრო პროგრამების (ეფემჯი) ცოდნა და მუშაობის უნარი;
** MS Office-ის და ექსელის კარგი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაქვემდებარებულების მართვის უნარი;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ან 09:30-18:30 საათი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@gtcgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე