Робота для біженців з України
ცივი კერძების მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ცივი კერძების მზარეული
მომწოდებელი: Askaneli Falestra
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას ცივი კერძების მზარეულის პოზიციაზე.

"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება.

ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება გელოდებით ჩვენს გუნდში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra

გამოცდილება: ცივი კერძების მზარეულის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

ცოდნა: კვების ტექნოლოგიების, კერძების მომზადების და სერვირების თანამედროვე მეთოდების ცოდნა. კვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების ცოდნა. სამზარეულოს ინვენტარისა და მოწყობილობების გამოყენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტაცია და ორგანიზებულობა;
** სწრაფი და ეფექტური მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

ცივი კერძების მომზადება:

** მენიუში არსებული ყველა ცივი კერძის, სალათის, სოუსის და გარნირის მომზადება სტანდარტული რეცეპტების და ტექნოლოგიების მკაცრი დაცვით.
** კერძების მომზადება შეკვეთების მიხედვით, სისწორის და დროულობის უზრუნველყოფა.
** კერძების დეკორირება და სერვირებაზე გატანა დადგენილი წესების დაცვით.

ნედლეულის მართვა და მომზადება:

** ინგრედიენტების მარაგის მუდმივი კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეფისთვის შეტყობინება.
** პროდუქტების სწორი შენახვა, ვადების კონტროლი.

სამუშაო ადგილის მოწესრიგება:

** სამზარეულოს სამუშაო ზონის, ინვენტარის და აღჭურვილობის სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა.
** ყოველი ცვლის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ სამუშაო ადგილის, დაფების, დანების და სხვა მოწყობილობების დეზინფექცია.
** საკვების უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა (HACCP).

კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა:

** ეფექტური კომუნიკაცია სხვა მზარეულებთან, ცხელი კერძების შეფ-მზარეულთან და მიმტანებთან შეკვეთების შეუფერხებელი მიწოდებისთვის.
** დახმარება სხვა კოლეგებისთვის, როცა საჭიროებაა. შეფის მითითებებისა და რეკომენდაციების გათვალისწინება და შესრულება.

სამუშაო გრაფიკი: 2/2-ზე, 12 საათი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვება;
** Fitpass;
** ტრანსპორტირება (საღამოს საათებში)

თუ გსურს შენი კვალიფიკაცია ჩვენს გუნდში გამოიყენო და უფრო მეტად განავითარო საკუთარი უნარები, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ შენს განვითარებას.

ადგილი სადაც იმუშავებ: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) მეილზე: hr.askanelifalestra@gmail.com სათაურის ველში (subject)-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე