Робота для біженців з України
ყასაბი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ყასაბი
მომწოდებელი: Askaneli Falestra
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას ყასბის პოზიციაზე.

"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება.

ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება გელოდებით ჩვენს გუნდში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

ხორცის და თევზის დამუშავება:

** ხორცისა და თევზის პროდუქტების სწორი და ტექნოლოგიური დამუშავება, დაჭრა და დანაწევრება (გარჩევა, უძვლო ხორცის მიღება, ფარშის მომზადება და ა.შ.);
** პროდუქტების მომზადება მენიუს რეცეპტებისა და შეფის მითითებების შესაბამისად;
** ხორცის მარინადების, ქაბაბის და სხვა მსგავსი ნახევარფაბრიკატების მომზადება.

ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება:

** შემოსული ნედლეულის (ხორცისა და თევზის) ხარისხის, სიახლისა და ვარგისიანობის ვადების კონტროლი.
** ინვენტარის, ხელსაწყოების და სამუშაო ადგილის სისუფთავისა და ჰიგიენის უმაღლესი სტანდარტების დაცვა.
** კვების უსაფრთხოების წესების (HACCP) მკაცრი დაცვა პროდუქტების შენახვის, დამუშავებისა და დაფასოებისას.

მარაგების მართვა:

** ხორცისა და თევზის მარაგების მუდმივი მონიტორინგი და ინვენტარიზაცია.
** საჭირო პროდუქტების შეკვეთების მომზადება და შესაბამისი პირისთვის დროულად მიწოდება.
** პროდუქტების სწორი შენახვა, მარკირება და როტაცია (FIFO - First In, First Out).

სამუშაო ადგილის მოწესრიგება:

** სამუშაო მაგიდების, დანების, საჭრელი დაფების და სხვა ხელსაწყოების გაწმენდა და დეზინფექცია ყოველი გამოყენების შემდეგ.
** სამუშაო ზონის, მაცივრების და საწყობის სისუფთავის შენარჩუნება ცვლის განმავლობაში და მისი დასრულების შემდეგ.

კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა:

** ეფექტური კომუნიკაცია მთავარ მზარეულთან და სამზარეულოს სხვა წევრებთან შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველსაყოფად.
** დახმარება კოლეგებისთვის სამზარეულოს სხვა სფეროებში საჭიროების შემთხვევაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ყასბის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება რესტორნის ან კვების ობიექტის სამზარეულოში.
** ხორცის სახეობების, მათი დამუშავების და დანაწევრების ტექნიკების სრულყოფილი ცოდნა.
** კვების უსაფრთხოების, ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების ცოდნა.
** სამზარეულოს დანების და სხვა ხელსაწყოების პროფესიონალური გამოყენების უნარი.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.
** დეტალებზე ორიენტაცია.
** ფიზიკური გამძლეობა და შრომისმოყვარეობა.
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვება;
** Fitpass;
** ტრანსპორტირება (საღამოს საათებში)

თუ გსურს შენი კვალიფიკაცია ჩვენს გუნდში გამოიყენო და უფრო მეტად განავითარო საკუთარი უნარები, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ შენს განვითარებას.

ადგილი სადაც იმუშავებ: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) მეილზე: hr.askanelifalestra@gmail.com. სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე