Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660181&print=yes&view=jobs
 
წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 01 სექტემბერი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო თვეში განისაზღვრება
1180 (ათასასოთხმოცი) ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით). სამუშაო საათები კვირაში არანაკლებ 40 საათისა 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. შერჩეული კანდიდატი დასაქმდება სამთვიანი გამოსაცდელი ვადით, შრომითი ურთიერთობის გაგრძელების პერსპექტივით.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება - მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის სასწავლო ან სამეცნიერო სფეროში 1 წლისნი გამოცდილება;
** სახელმწიფო ენაზე გამართული წერის, კითხვის და მეტყველების უნარი;
** ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს (Microsoft Office, Internet Browser).

აპლიკანტი უნდა იცნობდეს:

** საქართველოს კანონს "უმაღლესი განათლების შესახებ";
** თსუ-ში მოქმედ რეგულაციებს პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე.

აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა და შემოქმედებითობა;
** ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა;
** ერთდროულად სხვადასხვა ამოცანაზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
** დასაბუთების უნარი;
** ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის შესაძლებლობა;
** პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** ცვლილებების ადეკვატურად აღქმის და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის საშტატო განრიგით განსაზღვრულ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვან სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების (ძირითადი მოვალეობები) შესრულება:

** ფაკულტეტის სამეცნიერო საქმიანობის სხვადასხვა სახის საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება და ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო მხარდაჭერა;
** ფაკულტეტის პერსონალისათვის საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფა სამეცნიერო ფონდების მოძიების, პატენტების შექმნისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით;
** ქართული და უცხოური უნივერსიტეტების შესაბამის სამსახურებთან, არასაუნივერსიტეტო სამეცნიერო ცენტრებთან განვითარებული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და კოორდინაცია;
** საუნივერსიტეტო სამსახურებიდან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვა;
** აკადემიური პერსონალის თვითშეფასების კითხვარის შევსების ორგანიზება შესაბამის ვადებში;
** შევსებული კითხვარების შესწორება, ტექნიკური და შინაარსობრივი ხარვეზების გასწორება; შევსებული კითხვარების დამუშავება. ფაკულტეტის ყველა მიმართულების დეპარტამენტის სამეცნიერო აქტივობის მაჩვენებლების გამოვლენა. მათი შედარებითი ანალიზი. ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა;
** შევსებული კითხვარების დამუშავების შედეგების საფუძველზე ფაკულტეტის წლიური სამეცნიერო ანგარიშის წარდგენა თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში;
** ლოკალური, რეგიონული და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, სამეცნიერო გამოცემების, სასწავლო და სამეცნიერო საგრანტო კონკურსების, თსუ აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებული გაცვლითი პროგრამების და სტიპენდიების შესახებ ინფორმაციის მოძიება და სისტემატური მიწოდება აკადემიური პერსონალისათვის;
** სადოქტორო სწავლების მართვადა მონიტორინგი;
** დოქტორანტთა სემინარების და კოლოქვიუმების ორგანიზება;
** დოქტორანტთა სასწავლო და კვლევითი გეგმების შესრულების მონიტორინგი;
** უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული და მოწოდებული სხვადასხვა სახის სტიპენდიების, საგრანტო კონკურსებისა და არსებული სასწავლო პროგრამების შესახებ დოქტორანტებისთვის რეგულარულად ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** თითოეული დოქტორანტისთვის, სასწავლო და კვლევითი კომპონენტის დროული განხორციელებისათვის, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტაციების გაწევა;
** ყოველდღიური კორესპონდენცია დოქტორანტებთან;
** დოქტორანტურის ბაზაზე მუშაობა; ახალ ბაზაში სასწავლო პროგრამების აგება და გამართვა; დოქტორანტების შესახებ პირადი ინფორმაციის შეყვანა და საგნებზე რეგისტრაციის უზრუნველყოფა;
** სადოქტორო ნაშრომების დაცვის პროცედურული საკითხების ორგანიზება;
** დოქტორანტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესახებ წერილების მომზადება და შემოსულ წერილებზე პასუხის გაცემა;
** დოქტორანტების შესახებ რეესტრისათვის ან საქსტატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.
** კურსდამთავრებული დოქტორანტების დიპლომის დანართების გამზადება და გადაცემა სასწავლო პროცესის მართვის სამსახურისთვის;
** სასწავლო პროცესის სწორი წარმართვისათვის რეგულარული თანამშრომლობა სასწავლო პროცესის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.

კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა:

** განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
** CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელო დიპლომის ასლი;
** პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
** კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ".

კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის დოკუმენტები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2025 წლის 25 აგვისტოდან 2025 წლის პირველი სექტემბრის ჩათვლით 17:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge. სათაურის ველში უნდა მიეთითოს - " მედიცინის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიცია".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია