Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660175&print=yes&view=jobs
 
უფროსი მოლარე - ამბროლაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი მოლარე
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
კომპანია "ჯიბე Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას უფროსი მოლარის პოზიციაზე.

"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს

სამუშაო ადგილი: ქ. ამბროლაური, ვაჟა ფშაველას N23
სამუშაო გრაფიკი: 12:00-20:00 (კვირაში 6 დღე)
ანაზღაურება: 1100-1600 ლარი

უფროსი მოლარის ფუნქცია-მოვალეობები:

** სალარო ოპერაციების სწორად წარმოების, პროგრამული გატარებებისა და მომხმარებელზე გაცემული პროდუქციის შესაბამისობის მონიტორინგი;
** იურიდიული პირებისათვის დოკუმენტთბრუნვის უზრუნველყოფა;
** სამუშაო დღის ბოლოს სალაროების დახურვის პროცესის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის ძირითად სეიფში არსებული ნაშთის ინკასირება ბანკის მიერ მოვლინებულ შესაბამის ჯგუფთან;
** მოლარის მიერ დაშვებული შეცდომის შესახებ მაღაზიის მენეჯერის დროული ინფორმირება, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
** ფინანსური განყოფილებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მიწოდების ორგანიზება შესაბამის ვადებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია Apex-ში (ან მონათესავე პროგრამაში) მუშაობის გამოცდილება;
** სასურსათო ქსელში, მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@Jibe.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია