Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660165&print=yes&view=jobs
 
კულინარიული კურსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კულინარიული კურსი
მომწოდებელი: აჭარა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
The Kitchen Basics - Course by Adjara Group
კულინარიული ტრადიციების ერთგულება და მათი განვითარება "Adjara Group"-ის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი აღქმით, სტუმარმასპინძლობის სფერო დიდწილად სწორედ დასამახსოვრებელი გასტრონომიული გამოცდილებებით იქმნება.

კულინარიული კურსის შექმნაც სწორედ ამ ღირებულებების გაზიარებას ემსახურება.

აჭარა ჯგუფი იწყებს 5 თვიან კურსზე დამწყები მზარეულების მიღებას.
ეს შეხვედრები განკუთვნილია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს დახვეწოს უნარები და გადავიდეს პროფესიონალიზმის ახალ ეტაპზე.
კურსის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც განსაზღვრეს კომპანიის კულინარიული იდენტობა და დღემდე აგრძელებენ მის განვითარებას.
სწავლება მიმდინარეობს რუმსის აღმასრულებელი შეფის, ლევან ბუაძის ხელმძღვანელობით და მოიცავს თეორიულ სწავლებას და პრაქტიკულ გამოცდილებას Adjara Group-ის სხვადასხვა რესტორანში (Rooms Tbilisi, Café Stamba) — როტაციის პრინციპით, მრავალფეროვან გარემოში.
მათ, ვინც იზიარებს ჩვენს ღირებულებებს და აქვს ინტერესი კულინარიის მიმართ, ეს კურსი შესაძლებლობას აძლევს გახდნენ აჭარა ჯგუფის პროფესიული ეკოსისტემის ნაწილი და სწავლის დასრულების შემდეგ დასაქმდნენ ჩვენს კომპანიებში. ასეთი ადამიანების აღმოჩენა და მათთან ერთად განვითარება ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

პროგრამაზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული
პროგრამაზე რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 20 სექტემბერი
დამატებითი ინფორმაცია:
სწავლის ხანგრძლივობა: 5 თვე
სწავლის სრული ღირებულება: 2500 ლარი

საკონტაქტო პირი: მეგი ყორანაშვილი
ტელ.: +595163163
ელფოსტა: megi.koranashvili@adjaragroup.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია