დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
მომწოდებელი:
თეგეტა ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზედა მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.
თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
"თეგეტა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება - ბიუჯეტთან მიმართებით ფაქტების ანალიზი;
** ნახევარწრიულად ჯგუფის ველუეიშენის ფაილის მომზადება და ანალიზი;
** სტრატეგიული პროექტების ფინანსური მოდელირება და განსხვავებული სცენარების ანალიზი;
** ყოველწლიური კონსოლიდირებული სტრატეგიის ფაილის მომზადება;
** ყოველთვიური სამუშაო კაპიტალის ანალიზი/მონიტორინგი;
** ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა;
** ყოველკვარტალურად ბორდისთვის ფაილების მომზადება, ანალიზი და წარდგენა;
** სხვადასხვა ფინანსური რეპორტის მომზადება;
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება (ფინანსები / ბიზნეს ადმინისტრირება / ეკონომიკური).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით ექსელის) უმაღლეს დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** გამოკვეთილი ანალიტიკური და ლოგიკური უნარები;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1759
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|