Робота для біженців з України
მარკეტინგის მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: 2გის ბათუმი
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
"2GIS-Batumi" არის მუდმივად განახლებადი, ულტრათანამედროვე რუკებისა და ნავიგაციის პლატფორმა, რომელიც მალევე გახდება საუკეთესო თანამგზავრი საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის, რომლისთვისაც ეფექტური მუშაობა, კომფორტული გადაადგილება და დროის სწორად გამოყენება ყველაზე მნიშვნელოვანია.

პოზიცია: მარკეტინგის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის და ბრენდის განვითარება;
** კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად ციფრული და მრავალარხიანი კამპანიების (სოციალური მედია, რეკლამა, ელფოსტა, PR, ღონისძიებები) დაგეგმვა და მართვა;
** ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის კონტენტის შექმნა და მართვა;
** დიზაინერთან ერთად ბრენდის ვიზუალებზე მუშაობა
** სტრატეგიული და კრეატიული კამპანიების განხორციელება შიდა პროდუქტების პოპულარიზაციისთვის;
** მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** გუნდთან და აუთსორს რესურსებთან ეფექტური თანამშრომლობა;
** მონაწილეობა კომპანიის საკომუნიკაციო არხების განვითარებაში, ვიდეოში სპიკერის (ბრენდის ამბასადორის) როლის შესრულება.
** ახალი ტენდენციების და ტექნოლოგიების კვლევა და დანერგვა.

მოთხოვნები:

** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატების უმაღლესი განათლებით (მარკეტინგი, გაყიდვების მიმართულება, ჟურნალისტიკა)
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში .
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს ციფრული მარკეტინგისა და რეკლამის (Google Ads, SEO, Meta Ads) გამოცდილებით;
** სოციალური მედიის მენეჯმენტის და კონტენტის შექმნის გამოცდილება;
** კრეატიული, სტრატეგიული აზროვნება და ლიდერული უნარები;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესად

რას გთავაზობთ:

** ანაზღაურება 1200 - 2400 ლარი გამოცდილების მიხედვით
** საბონუსე სისტემა - 500 ლარი
** კომფორტული ოფისი ბათუმის ცენტრში
** განვითარებად და მზარდ კომპანიაში მუშაობა, საერთაშორისო გამოცდილება
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** დინამიკური და მეგობრული სამუშაო გარემო;
** მოქნილი გრაფიკი და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@batumi.2gis.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე