დასახელება:
სივრცის კორდინატორი
|
მომწოდებელი:
ჯერარსი
|
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
ცხადდება ვაკანსია კლინიკა "ჯერარსში" სივრცის კორდინატორის პოზიციაზე
მისამართი: ქ. თბილისი, თემქა, მუხიანის ქუჩა №2ა
სამუშაო განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რუსული/ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი სასწავლებლის ან/და კოლეჯის დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა (შესაძლებელია სტუდენტიც);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
მოვალეობები:
** შემოსული მომხმარებლების მომსახურება, მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვით;
** მომხმარებლების საჭიროებების დაზუსტება და მათთვის დახმარების გაწევა;
** მომხმარებლების დანიშნულების ადგილამდე მიცილება, სივრცეში კოორდინირება;
** დარბაზში წესრიგის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;
** მიღებული ინფორმაციის/კორესპონდენციის დაუყოვნებელი განხილვა და გონივრულ ვადებში რეაგირება;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** მიბარებული ქონების მოვლა პატრონობა და მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ზოგადი უნარები:
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "სივრცის კორდინატორი"
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარსში" შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარსში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა
|
|
|
|