Робота для біженців з України
ტენდერი: საბოლოო კვლევისა და პროექტის შეფასების ჩატარება
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტენდერი: საბოლოო კვლევისა და პროექტის შეფასების ჩატარება
მომწოდებელი: CENN
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 05 სექტემბერი
თანდართული ფაილი: 660068_CENN___ToR___End_Line_Survey_Final_Evaluation_7547589.zip
"CENN", "სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის" პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს ტენდერს საბოლოო კვლევისა და პროექტის შეფასების ჩატარებაზე.

ტენდერის მიზანია თითოეული სამიზნე რეგიონის მოსახლეობის წარმომადგენლობითი კვლევის განხორციელება (დაყოფილი სქესის, ასაკისა და მოწყვლადი ჯგუფების მიხედვით), რომელიც უზრუნველყოფს პროექტის ინდიკატორებთან დაკავშირებულ რაოდენობრივ მონაცემებს.

საბოლოო შეფასება ხორციელდება ინტერვენციის დასრულების შემდეგ, როგორც პროექტის დიზაინის, განხორციელებისა და შედეგების სავალდებულო შეფასება. შეფასების მიზანია პროექტის ყველა ინტერვენციის შეფასება, 2022 წელს პროექტის დაწყებიდან 2025 წლის ბოლო ხელმისაწვდომ მონაცემებამდე.

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ ტექნიკური დავალება (ToR).

გთხოვთ, თქვენი შეთავაზება გამოაგზავნოთ არაუგვიანეს 2025 წლის 5 სექტემბრის 18:00 საათისა, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: tenders@cenn.org

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში, შემოთავაზების განხილვა არ მოხდება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე