Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660058&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
კომპანიაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, მარკეტინგის სპეციალისტს.

სამუშაო პირობები

** კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება ხელზე გასაცემი 1000 ლარის ოდენობით
** სამუშაო განრიგი 10:00-18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** კონტენტის დისტრიბუცია სოციალურ მედია არხებში Facebook, Instagram, LinkedIn, Web.
** კომენტარებისა და შეტყობინებების მონიტორინგი და მათზე დროული რეაგირება;
** კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალის დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
** სარეკლამო მასალების დიზაინის შემუშავება და მომზადება;
** პერიოდული ანგარიშგება კომპანიის მენეჯმენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გატაცებული ციფრული და სოციალური მედიის სფეროთი;
** სოციალური მედია პლატფორმების ბაზისური ცოდნა;
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი;
** სასურველია უმაღლესი განათლება რელევანტურ დარგში ან/და შესაბამისი კურსები;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული);
** სასურველია პროგრამების ცოდნა: Illustrator, Corel, Photoshop, After effect.

დამატებითი უნარები:

** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე მეილზე: mariam.khutsishvili@tg.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია