Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=660045&print=yes&view=jobs
 
ტექნიკური ზედამხედველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკური ზედამხედველი
მომწოდებელი: ლოკო ალიანსი
გამოქვეყნდა: 22 აგვისტო / ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
სამშენებლო კომპანია "ლოკო ალიანსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ზედამხედველის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს მრავალპროფილური სივრცის სარემონტო/სამშენებლო საქმიანობის შესრულებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტის მენეჯმენტი, ყოველდღიური ოპერაციების დაგეგმვა და კონტრაქტორების უშუალო ზედამხედველობა (დამხმარე ჯგუფის გარეშე);
** ლოჯისტიკის ორგანიზება, მასალების მიწოდების მართვა და პრობლემების დროული გადაწყვეტა;
** უსაფრთხოების ნორმების, ეკოლოგიური სტანდარტებისა და პროექტის ვადების კონტროლი დამოუკიდებლად;
** სწრაფი რეაგირება პრობლემებზე, ტექნიკური პრობლემების დაუყოვნებლივი გადაწყვეტა
** დღიური პროგრესის დოკუმენტაცია, ფოტო და ტექსტური ანგარიშების მომზადება და დირექტორისთვის დროული მიწოდება.
** ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია, სამუშაოს განაწილება, პროცესის კონტროლი და შესრულებული ეტაპების ჩაბარება.

პროფესიული უნარები:

** საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება სამშენებლო ობიექტის ზედამხედველის პოზიციაზე, უპირატესად ჩაითვლება ინდუსტრიული ტიპის რეკონსტრუქციის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** მოძველებული საინჟინრო კომუნიკაციების სპეციფიკის ცოდნა;
** ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების წაკითხვის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, ჩუღურეთი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი; 10:00 - 19:00
** სამუშაო ენა: რუსული ან ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა
** სახელფასო რეინჯი: 1100$-1200$

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე - besmartvacancy@gmail.com

გთხოვთ, subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ტექნიკური ზედამხედველი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია