Робота для біженців з України
ხარისხის კონტროლის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: ლაზიერი
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
ხარისხის კონტროლის მენეჯერი

"ლაზიერი" ქართული ბრენდია, რომელიც 2013 წლიდან ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ ავეჯს ქმნის, როგორც კორპორატიული მომხმარებლებისთვის, ასევე ფიზიკური პირებისთვის.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი საწარმო შეიქმნა წამყვანი გერმანული საკონსულტაციო კომპანიის LIGNUM CONSULTING ექსპერტებთან თანამშრომლობით და აღიჭურვა უახლესი იტალიური, გერმანული და ესპანური დანადგარებით (SCM GROUP, HOLZ-HER, GLOBAL PRESS). საწარმო განლაგებულია 3, 500 მ²-ზე და 80 მაღალკვალიფიციურ ადგილობრივ კადრს ასაქმებს. ლაზიერის ავეჯი იქმნება მაღალი ხარისხის ხის, ქვის (კორიანი - DUPONT`S CORIAN®, ნეოლითი - ThESIZE`S NEOLITH®), მეტალის და კომპოზიტური მასალებით (MDF, ლამინატი, HPL).

ლაზიერს მასშტაბური პროექტები აქვს შესრულებული, ისეთი კომპანიებისთვის, როგორიცაა: City Mall, Tbilisi Gallery, Golden Tulip, Lopota Lake Resort and spa, Bioli Wellness Resort; Making Science Sweeft, King David, Raymann, Archi, Kutaisi Airport; in Vitro; Terminal, Tbc Bank და სხვა.

ლაზიერის შესრულებული პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:
https://www.lazieri.com/_files/ugd/0dc4eb_b607ae22c61646beae9fd9348c747d51.pdf?index=true

ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების პროცესის ყველა ეტაპზე პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** ნედლეულის კონტროლი - ხის, ლამინატის. MDF-ის, მეტალისა და ქვის ხარისხის შემოწმება მიღების ეტაპზე;
** დეტალების შესაბამისობის შემოწმება ზომების, ფორმების, ზედაპირის სიზუსტისა და დამუშავების ხარისხის კონტროლი;
** მზა ავეჯის კონსტრუქციული სიმტკიცის, მექანიზმების გამართულობის შემოწმება;
** წარმოებული ავეჯის/ ნაკეთობის შესაბამისობის დადასტურება პროექტის დოკუმენტაციასა და ტექნიკურ მოთხოვნებთან;
** წარმოების პროცესში დაშვებული ტექნოლოგიური ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრა;
** ISO ხარისხის სტანდარტების დანერგვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ხარისხის სტანდარტების დაცვა;
** ხარისხთან დაკავშირებული ჩანაწერების წარმოება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ინჟინერია, ტექნოლოგია, დიზაინის მიმართულებით);
** აუცილებელია ავეჯის სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხარისხის კონტროლის მენეჯერის ან ტექნოლოგის პოზიციაზე;
** ავეჯის წარმოების პროცესების ტექნოლოგიური ცოდნა;
** მასალების (ხე, MDF, მეტალი, ქვა ფურნიტურა) თვისებების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა (სასურველია Archicad, Autocad სამომხმარებლო დონეზე ცოდნა).

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზებისა და მონიტორინგის უნარი;
** საწარმოო ნახაზების წაკითხვის უნარი.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ფეიქართა 12;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 სთ-მდე;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@lazieri.com; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ხარისხის კონტროლის მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

ლაზიერი ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე