დასახელება:
მოლარე
|
მომწოდებელი:
უნიკომი
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
შპს "უნიკომი", მსხვილი და წვრილი ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, რომელიც წარმოდგენილია 6 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. 3
განაკვეთი: სრული (5 დღე კვირაში)
ანაზღაურება: 1250 ლარი (გადასახადების და დასაქმებულის კუთვნილი საპენსიო შენატანის (2%-ის) ჩათვლით).
სამუშაოს მიზანი: ფულადი ოპერაციების ოპერატიული და ზუსტი წარმოება მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.
ძირითადი მოვალეობები:
** სალაროს საწყისი ნაშთის შემოწმება და სამუშაო პროგრამასთან შედარება;
** სალარო ოპერაციების შესრულება, რეალიზებული პროდუქციის ზედნადებებისა და ინვოისების გამოწერა;
** პროდუქციის რეალიზაციისას, ნაღდი ფულის კუპიურების შემოწმება;
** Tax Free-ს რეგისტრაცია, არარეზიდენტი მომხმარებლის მონაცემების ასახვა და შესაბამისი დოკუმენტის გაცემა;
** სალაროს ნაშთისა და დღის ნავაჭრი ნაშთის კონტროლი;
** საინკასაციო თანხის სისწორის კონტროლი;
** ყოველდღიური რეალიზაციის ანგარიშის მომზადება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია მოლარედ ან მომსახურების სფეროში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
** ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მონაცემთა ბაზებში მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური და თურქული ენების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** გასაუბრება;
** 1 კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი.
თუ გსურთ შეუერთდეთ გუნდს, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@unicom.ge. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - მოლარე (ბათუმი).
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. ამის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@unicom.ge 2025 წლის 21 სექტემბრამდე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"Unicom" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|