დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
უნიკომი
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
შპს "უნიკომი", მსხვილი და წვრილი ტექნიკის მაღაზიათა ქსელი, რომელიც წარმოდგენილია 6 სავაჭრო ობიექტით საქართველოს მასშტაბით, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, ჭავჭავაძის ქ. 67 (გრანდმოლის სავაჭრო ცენტრი)
განაკვეთი: სრული (6 დღე კვირაში)
ანაზღაურება: ფიქსირებული 500 ლარი + გაყიდვების ბონუსი საშუალოდ თვეში 500 ლარი (გადასახადების და დასაქმებულის კუთვნილი საპენსიო შენატანის (2%-ის) ჩათვლით).
სამუშაოს მიზანი: მომხმარებლების მომსახურება, პროდუქციის შეთავაზება და ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით.
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლების მომსახურება კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** არსებული პროდუქციის რეალიზაციის მიზნით, მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და მათი ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქტის ტექნიკური შემოწმება;
** გაყიდული პროდუქტის შესახებ მომხმარებლისთვის საგარანტიო პირობების გაცნობა;
** მარაგების კონტროლი და შევსება, მარაგების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება;
** ფუნქცია-მოვალეობების შესრულებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მონაცემთა ბაზებში მუშაობის უნარი;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
უნარ-ჩვევები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მომსახურების ხარისხზე და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** გასაუბრება;
** 1 კვირიანი მოსამზადებელი ეტაპი.
თუ გსურთ შეუერთდეთ გუნდს, რომელიც მხარს უჭერს თანაბარი შესაძლებლობების შექმნას და თანასწორი უფლებების გამოყენებას კომპანიაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@unicom.ge. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების კონსულტანტი (ქუთაისი).
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. ამის გათვალისწინებით გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@unicom.ge 2025 წლის 21 სექტემბრამდე.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
"Unicom" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|