Робота для біженців з України
ინტერიერის დიზაინის პროექტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინტერიერის დიზაინის პროექტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნს სტუდიო
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
"NS STUDIO" აცხადებს ვაკანსიას ინტერიერის დიზაინის პროექტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ჩართულობა პროექტის საწყისი ეტაპიდან;
** სქემატური ნახაზების მომზადება;
** ინტერიერის მუშა ნახაზების მომზადება;
** ავეჯისა და ინტერიერის სხვა ელემენტების ტექნიკური ნახაზების დამუშავება;
** პროექტის სპეციფიკაციების მომზადება;
** ქვეკონტრაქტორებთან ურთიერთობა და საპროექტო დავალების ვადებზე მორგება.
** სამშენებლო მასალების, ტექნოლოგიებისა და სტანდარტების, ასევე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამშენებლო ნორმების ცოდნა.
** დიზაინის ჯგუფის სამუშაო პროცესის მართვა და საქმის დელეგირება, პროგრესის კონტროლი და პროგრესის ამსახველი ანგარიშის/რეპორტის მომზადება;
** ჯგუფის წევრების საქმიანობის მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში, არქიტექტურულ ნახაზში ცვლილებების შეტანა/კორექტირება;
** სამშენებლო ობიექტზე ვიზიტების განხორციელება;
** მშენებლობის პროცესში ობიექტის კოორდინაცია და არქიტექტურული ზედამხედველობა, მშენებლობის პროგრესის ამსახველი ანგარიშის მომზადება.
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურაში;
** ამავე სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება, მისი ხელმძღვანელობით შეთანხმებული და დასრულებული მინიმუმ 2 პროექტი, მათ შორის ერთი პროექტის ფარგლებში არანაკლებ 5 000მ2 საპროექტო ფართობით;
** Autocad (აუცილებელი), Revit, Photoshop, 3D Max, სხვა დამატებითი პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები და საჭირო თვისებები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაცია;
** პუნქტუალურობა;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობა და რთულ სიტუაციებში გონივრული გადაწყვეტილებების მიღება;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: 09:00-18:00 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ანაზღაურება შეთანხმებით; (კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე);

განაცხადის მიღება 8 სექტემბრის ჩათვლით.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ CV და Portfolio ელ-ფოსტაზე: info@nsstudio.ge; გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე