დასახელება:
ქოლ-ცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
ჰერა 2011
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
შ.პ.ს "ჰერა 2011" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
შ.პ.ს "ჰერა 2011" სამშობიარო სახლია, რომელიც 14 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს სამეანო და ამბულატორიულ გინეკოლოგიურ მიმართულებებში.
მარალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი ყოველწლიურად ემსახურება ათასობით პაციენტს.
კომპანია ფლობს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო აღიარების "აკრედიტაცია კანადას" პლატინის სერტიფიკატს, რაც მისი კლინიკური სტანდარტების, უსაფრთხოებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქ. N1
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი;
** სამუშაო საათები: 10:00-17:00
** ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1250 ლარი
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შემომავალი და გამავალი ზარების მიღება;
** პაციენტების ინფორმირება ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების შესახებ;
** ჩაწერა და დაზუსტება ინფორმაციის ელ. სისტემაში;
** პაციენტების შეკვეთების და კითხვების სწორად დაფიქსირება;
** ექიმებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მხარდაჭერა მიმდინარე პროცესში;
** მომხმარებელთან კომუნიკაციის მაღალი სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან საშუალო პროფესიული განათლება;
** კომპიუტერული უნარების ფლობა (MS Office, ელ. ფოსტისა და საბაზისო პროგრამების ცოდნა);
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მომხმარებელთან მომსახურების ან ქოლ-ცენტრში;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანობა და პროფესიონალიზმი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და კოლეგებთან კარგი ურთიერთობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო სივრცეს.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hera2011hr@gmail.com.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შ.პ.ს "ჰერა 2011"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|