დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
შოშიას სილამაზის სივრცე
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
შოშიას სილამაზის სივრცე ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებელ და თავაზიან ადმინისტრატორს, რომელიც შეავსებს ჩვენს მეგობრულ და მყუდრო გუნდს.
მდებარეობა: ვაჟა-ფშაველას 76ბ (მეტროს გვერდით)
გთავაზობთ ორ განსხვავებულ პოზიციას, რომელიც შეგიძლია შენს განრიგს მოარგო:
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე (ორშ-პარ)
სამუშაო საათები: 11:00 დან 20:00 ან ბოლო მომხმარებლამდე (ზოგჯერ 8-9 საათიდან 17:00/18:00 მდე).
ხელფასი: 1, 200 ლარი (ფიქსირებული)
ძირითადი ვალდებულებები:
** მომხმარებლების ჩაწერა დროულად და ზედმიწევნით პროგრამაში.
** Facebook და Instagram-ზე შემოსული ყველა მესიჯისა და კომენტარის კონტროლი (არცერთი შეტყობინება არ უნდა გამოგრჩეთ)
** შემოსულ ზარებზე დროული პასუხი და პასუხისმგებლობით საუბარი.
** ყოველდღიური სთორების გადაღება მიმდინარე პროცესებისას და სალონის Facebook/Instagram გვერდებზე განთავსება (ტელეფონით, შეგიძლიათ ამჟამინდელი სთორები ნახოთ)
** სალაროს ტრანზაქციების სწორად გატარება და პროგრამაში შეყვანა.
** თავაზიანი და კეთილგანწყობილი საუბარი მომხმარებლებთან, ჩაისა და ყავის
შეთავაზება და დადებითი პასუხის შემთხვევაში გამასპინძლება.
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ, თბილ და მყუდრო სამუშაო გარემოს
** თანასწორ და მოტივირებულ გუნდს
** კომფორტულ სამუშაო პირობებს თანამშრომლებისთვისაც და სტუმრებისთვისაც
სტაჟირება იქნება უფასო, 2 სამუშაო დღე. დადებითი პასუხის შემთხვევაში ჩაითვლება ანაზღაურებად დღეებად.
თუ მზად ხართ, გახდეთ ჩვენი გუნდის ნაწილი, გამოგვიგზავნეთ სივი ფოტოსურათით მეილზე და მეილშივე მიუთითეთ, თუ რომელ პოზიციაზე გსურს დასაქმება. shoshiabeauty@gmail.com.
|
|
|
|