Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: პიკოლა თოისი
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
"პიკოლა" არის სათამაშოებისა და საბავშვო ტანსაცმლის იმპორტიორი კომპანია, რომელიც ვაჭრობს საცალოდ. პიკოლა თოისი გახლავთ პიკოლას სათამაშოების ხაზი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის გასართობ პროდუქციას პატარებისთვის: სათამაშოები, ელექტრო მანქანები და მოტოციკლეტები, სასრილოები, საქანელები, სახლები, ღობეები და ა.შ.

"პიკოლა თოისი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე სათამაშოების მაღაზიის ახალ ფილიალში, რომელიც იხსნება თბილისში, პეკინის N41

ვაკანსია ხელმისაწვდომია ნებისმიერი სქესის წარმომადგენლისთვის.

სამუშაო გრაფიკი: 5 დღე კვირაში - 40 საათი;
შესვენება: 1 საათი დღეში;
სამუშაო საათები: ერთცვლიანი - 11:00-20:00;
ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი;
ფილიალის მისამართი: პეკინის N41, თბილისი;

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალ დონეზე კონსულტაციის გაწევა;
** თაროებზე პროდუქციის განთავსება;
** მონაცვლეობით სალაროსთან მუშაობა;
** ფასმაჩვენებლების განთავსება/განახლება;

მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, თუმცა აუცილებელი არ არის. მთავარია კანდიდატი იყოს მონდომებული;
** სასურველია ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა კომუნიკაციისთვის;

პიროვნული თვისებები:

** ენერგიული და ხალისიანი;
** პასუხისმგებლიანობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა;

კომპანია გთავაზობთ:

** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
** მეგობრულ და კომფორტულ გარემოს;
** პიკოლა თოისის პროდუქციაზე ფასდაკლებას თანამშრომლისთვის;

თუ გსურთ გახდეთ პიკოლას გუნდის წევრი, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: info@piccolatoys.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ "კონსულტანტი")

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 571 770 707
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე