Робота для біженців з України
მაღაზიის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: OnePrice
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
მაღაზიათა ქსელი OnePrice არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მაშტაბით. OnePrice მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს. https://oneprice.ge/

"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული ცვლის პერსონალის მართვა;
** მაღაზიაში შემოსული პროდუქციის მიღება, მითვლა და დასაწყობება;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის FIFO (ვადით ახალი პროდუქცია დახლზე/ თაროზე იდება ნაკლები ვადის მქონე პროდუქტის უკან) სტანდარტით განლაგების უზრუნველყოფა;
** გასაყიდი ფასის ცვლილების შემთხვევაში ახალი ფასმაჩვენებლის დროულად შეცვლის უზრუნველყოფა;
** დახლებზე/ თაროებზე პროდუქციის დროულად შევსების უზრუნველყოფა;
** სავაჭრო დარბაზში პროდუქციის ვადების კონტროლის და ვადაგასული პროდუქციის დახლიდან/თაროდან დროულად აღების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის გეგმური ინვენტარიზაციის ჩატარება;
** დაქვემდებარებულ პოზიციებზე სტაჟიორის აყვანის შემთხვევაში, მისი პირადი მენტორობა და პრაქტიკული სწავლება;
** სალარო ოპერაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა, სალაროზე მომსახურების ხარისხის კონტროლი, სტანდარტიდან გადახვევის შემთხვევაში ჩართულობა და ხარვეზის დროულად აღმოფხვრა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია სალარო ოპერაციების წარმოების გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** რუსული ანდა იგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;

პიროვნული უნარები:

** მოტივაცია, შრომისმოყვარეობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი;

სამუშაო პირობები:

** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
** სამუშაო ადგილი: თბილისი

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან აკმაყოფილებთ განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oneprice.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.

"OnePrice" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე