Робота для біженців з України
განათლების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: განათლების ექსპერტი
მომწოდებელი: ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 29 აგვისტო
ინფორმაცია პროექტის და პარტნიორების შესახებ

2024 წლის ივნისში, "ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველო" (EECG), "World Vision საქართველოსა" და "საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან" (GFA) პარტნიორობით ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს "ინკლუზიური განვითარება მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკის დანერგვით საქართველოში".

პროექტის მიმოხილვა

პროექტის "მდგრადი და მწვანე ბიზნეს პრაქტიკების განვითარება საქართველოში" ძირითადი მიზანია საქართველოში ინკლუზიური და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის წინაპირობების შექმნა, რაც სოფლის მეურნეობის, შენობების და მრეწველობის შერჩეულ დარგებში არსებულ და სამომავლო მცირე და საშუალო საწარმოებს საშუალებას მისცემს დანერგონ მდგრადი, სუფთა ენერგიის ბიზნეს პრაქტიკა.

სამუშოს მიზანი და პირობები

ამ დავალების მიზანია:

შეირჩეს განათლების ექსპერტი-მომსახურების მომწოდებელი კონსულტანტი ერთწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულების გასაფორმებლად სამშენებლო და სამრეწველო სექტორებთან დაკავშირებულ მწვანე პროფესიებისთვის მომზადება/გადამზადების პროგრამების, არჩევითი მოდულების მოსამზადებლად:

ჩარჩო ხელშეკრულება ჩამოაყალიბებს ურთიერთთანამშრომლობის ზოგად პრინციპებს, თითოეული პროფესიული განათლების პროგრამის მომზადებისთვის დამოუკიდებლად განისაზღვრება მისი შემუშავების ვადები და პირობები ცალკეული ხელშეკრულების საფუძველზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან აკადემიური უმაღლესი პედაგოგიური განათლება, ან უმაღლესი განათლება სხვა დაკავშირებულ სფეროში და პროფესიულ განათლებაში გავლილი ტრენინგები;
** მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება შესაბამის და/ან პროფესიულ სფეროში;
** ეროვნული და საერთაშორისო პროფესიული განათლების სტანდარტების ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება-— ბოლო 4 წლის განმავლობაში შემუშავებული და დამტკიცებული პროფესიული სტანდარტებისა და/ან პროგრამების სიის წარდგენა.
** პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამების, მოდულების შემუშავებისა და განხორციელების გამოცდილება მრეწველობის, სამშენებლო ან ენერგოეფექტურობის სექტორებში.
** პროფესიული განათლების სფეროში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის მინიმუმ (5) ხუთწლიანი გამოცდილება.
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** წერითი და სასაუბრო ქართული ენის კარგი ცოდნა

სამუშაო პროცესის ორგანიზება

კონსულტანტი იმუშავებენ პროექტის ტექნიკური ექსპერტის / გუნდის ლიდერის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ, ითანამშრომლებს ენერგოეფექტურობის ცენტრის მიერ შერჩეულ ტექნიკურ ექსპერტებთან და ანგარიშვალდებული იქნება მის წინაშე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე, რომელიც აღწერს მის შესაბამის კვალიფიკაციას და გამოცდილებას.
** საკონსულტაციო მომსახურებისთვის დღიურ ანაზღაურების ოდენობა ყველა სავალდებულო გადასახადისა და მოსაკრებლის ჩათვლით

კონსულტანტის შეფასება და შერჩევა

წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: ტექნიკური ექსპერტიზა, შესაბამისი პროფესიული გამოცდილება და წარსულში შესრულებული სამუშაოები

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი წინადადებები გამოაგზავნოთ ელ. ფოსტით, მისამართზე eecgeo@eecgeo.org. დანიშნულებაში მიუთითეთ: განათლების ექსპერტის საკონსულტაციო მომსახურება.

წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 29 აგვისტო

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე