დასახელება:
მიმღები-რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო კომპლექსი სევსამორა
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 22 სექტემბერი
|
სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora Resort & Spa", რომელიც მდებარეობს საგურამოში 2019 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი მოწინავე კომპანია სტუმარ-მასპინძლობის სეგმენტში. კომპლექსი მოიცავს სხვადასხვა გასართობ და სარელაქსაციო ზონებს, ისეთი როგორიცაა: ღია და დახურული აუზები, სპა ცენტრი, რესტორნები, მარანი და სხვა.
სასტუმრო კომპლექსი "Sevsamora Resort & Spa" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე.
დამატებითი ბენეფიტი: ფიტპასი, VITA ჯანდაცვის ბარათი და ტექნიკის მაღაზიის ფასდაკლებები.
მდებარეობა: დაბა საგურამო
სამუშაო გრაფიკი: 4 დღე სამუშაო, 4 დღე დასვენება (კვირაში 40 საათიანი გრაფიკი).
სამუშაო პირობები: კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას, კვებას და ტრანსპორტირებას.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მიღება/განთავსებისა და გაცილების შესაბამის პროცედურების განხორციელება;
** სტუმართან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
პროფესიული მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, სტუმარ-მასპინძლობის, ბიზნესის ადმინისტრირების, ან უცხო ენების განხრით);
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;;
** არეალის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე/კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** სასტუმროების ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს ზოგადი ცოდნა.
პერსონალური მოთხოვნები:
** სერვისის უმაღლესი სტანდარტების ზოგადი ცოდნა და გაცნობიერება;
** მომსახურების საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაციის საუკეთესო უნარ-ჩვევები;
** პროფესიონალური დამოკიდებულება საქმისა და კოლეგების მიმართ;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@sevsamora.ge.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 22.09.2025
გისურვებთ წარმატებას!
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
|
|
|
|