Робота для біженців з України
მორიგე ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე ინჟინერი
მომწოდებელი: სასტუმრო აფიშა
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
სასტუმრო "აფიშა", ეძებს გუნდის წევრებს, რომლებიც სასტუმროს სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანამშრომლობით, სასიამოვნო გარემოს და დაუვიწყარ გამოცდილებას შეუქმნის სტუმრებს.

სასტუმრო "აფიშა" სტუმრებს სთავაზობს 118 დიზაინერულად გადაწყვეტილ, რეტრო-ფუტურისტულ ნომერს, რომლის ინტერიერი აერთიანებს რამდენიმე ძირითად სივრცეს, მათ შორის ქალაქში პირველ შამპანურ ბარ-ბრასერიას, ღვინის ოთახს და რუფტოპ რესტორანს ღია სივრცით.

სასტუმრო "აფიშაში", მორიგე ინჟინერი პასუხისმგებელია სასტუმროში მიმდინარე ტექნიკურ ოპერაციებზე, რათა უზრუნველყოს სისტემების ელექტრო და მექანიკური დანადგარების უსაფრთხო და გამართული მუშაობა.

ძირითადი მოვალეობები:

** სასტუმროში არსებული ელექტრო დანადგარების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში შეკეთება;
** გათბობა გაგრილების სისტემების კონტროლი;
** გეგმიური და არაგეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება;
** შრომის უსაფრთხოების წესებისა და მოწყობილობათა ექსპლუატაციის პირობების დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ ყოველდღიური დავალებებისა შესრულება;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** გათბობა-გაგრილების აგრეგატებთან მუშაობის გამოცდილება და ექსპლუატაციის წესების ცოდნა.
** გუნდური მუშაობის უნარები.

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა. 2 დღე/2 ღამე. 4 დღე დასვენება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: careers@hotelafisha.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "მელიქიშვილი ინნმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე