დასახელება:
მორიგე რეგისტრატორი/დღის რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
კლინიკა რუსთავი
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
შპს "კლინიკა რუსთავი" აცხადებს ვაკანსიას მორიგე რეგისტრატორის/დღის რეგისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
** პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
** პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
** მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
** სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება/სტუდენტი (სასურველია სამედიცინო სფეროს მიმართულებით)
** უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (ინგლისური, რუსული)
** საოფისე პროგრამები საბაზისო დონეზე
პიროვნული უნარები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განრიგი: მორიგე რეგისტრატორი - ყოველ მეოთხე დღეს 16 საათიანი, დასვენების დღეებში 24 საათიანი მორიგეობა;
** ანაზღაურება - მორიგეობის მიხედვით (16 საათიანი მორიგეობა - ხელზე ასაღები 100 ლარი; 24 საათიანი მორიგეობა - ხელზე ასაღები 120 ლარი)
** სამუშაო განრიგი: დღის რეგისტრატორი - ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა 09:30-17:30 სთ; ანაზღაურება - ხელზე ასაღები 800 ლარი
** კორპორატიული ბენეფიტი: 20%-იანი ფასდაკლება ამბულატორიულ მომსახურებებზე.
მის. ქ. რუსთავი, ნიკო ლომოურის ქ.45
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე info@clinicrustavi.ge. ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "მორიგე რეგისტრატორი/დღის რეგისტრატორი", იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა.
|
|
|
|