Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659938&print=yes&view=jobs
 
პროგრამული მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამული მენეჯერი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დაფუძნდა 1995 წელს, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა მშობლების და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქართველოში. ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, სხვადასხვა პროგრამების და პროექტების განხორციელების საშუალებით.

ორგანიზაციის ბაზაზე 2005 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ბავშვთა დღის ცენტრის სერვისი.

დღის ცენტრის პროგრამა გულისხმობს: შშმ ბენეფიციარების ტრანსპორტირებას სახლიდან ცენტრამდე და უკან, მაქსიმუმ 6 საათიან და მინიმუმ 3 საათიან მომსახურებას, ცენტრში კვების ორგანიზებას, უსაფრთხო გარემოს შექმნას და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას ბენეფიციართა უნარების გასაუმჯობესებლად.

ა (ა)იპ " ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს დღის ცენტრის პროგრამული მენეჯერის ვაკანტურ ადგილის დასაკავებლად.

ბენეფიციარები: მძიმე და ღრმა შეზღუდვის მქონე შშმ ბავშვები 6-18 წელი, შშმ პირები 18 წლის ზემოთ;

სამუშაო საათები: 10-18 საათი
ანაზღაურება: 1200 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** დღის ცენტრის ქვეპროგრამის განხორციელება პროგრამასა და სტანდარტზე დაყრდნობით;
** დღის ცენტრის აქტივობების განრიგის/ცხრილის შედგენა;
** პროგრამის სამიზნე ჯგუფის ბენეფიციართა მშობლებთან კონტაქტი, მათთვის სრული ინფორმაციის მიწოდება დღის ცენტრის სერვისის შესახებ;
** ბენეფიციართა ოჯახებთან კომუნიკაცია;
** პროგრამაში მომუშავე სპეციალისტების გუნდური შეხვედრების დაგეგმვა/ორგანიზება და ოქმების მომზადება;
** პროგრამით გათვალისწინებული საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
** თანამშრომლებისთვის კომფორტული და მათ პროფესიულ ზრდაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა;
** დღის ცენტრის პროგრამის სტანდარტისა და შინაგანაწესის დაცვაზე მონიტორინგი;
** თანამშრომლების და მოწვეული სპეციალისტების მიერ სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული მოვალეობების მონიტორინგი;
** სასწავლო პროცესის გამართული მუშაობის მონიტორინგი;
** დღის ცენტრის სტანდარტით გათვალისწინებული ბენეფიციართა არსებული დოკუმენტების მოვლა-შენახვა, მონიტორინგი;
** ბენეფიციარების დოკუმენტაციის ატვირთვა, მონიტორინგი Google Drive;
** ხელს უწყობს ბენეფიციართა პროფესიული უნარების გაუმჯობესებას და დასაქმებაში დახმარებას;
** მშობლების ფსიქო-ემოციური მხარდაჭერისა და გაძლიერება სხვადასხვა შეხვედრების და ტრენინგების გზით;
** ბენეფიციარების სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა- შიდა და გარე ღონისძიებების დაგეგმვა;
** ცენტრში სტუმრის მოწვევის ორგანიზება - განხორციელება;
** ბენეფიციარების ინკლუზიური და პროფესიული განათლების ხელშეწყობა;
** მოხალისეებისა და სტაჟიორების მოძიება და ჩართვა ორგანიზაციის საქმიანობაში;
** კვარტალური ანგარიშების წარდგენა ცენტრის მუშაობის შესახებ მენეჯმენტთან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში, სპეციალურ პედაგოგიკაში, ან სხვა მომიჯნავე სპეციალობებში;
** სასურველია შშმ პირებთან მუშაობის/პრაქტიკის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Power Point, Outlook);
** ენები: ქართული წერითი და საუბრის უნარები კარგი, რუსული, ინგლისური (სასურველია)

პიროვნული მახასიათებლები:

** კეთილსინდისიერი, გულისხმიერი;
** ინიციატივისა და ანალიტიკური აზროვნების მქონე;
** ურთიერთობების დამყარების და გუნდური მუშაობის უნარი;
** ზრდისა და განვითარებისაკენ სწრაფვა;
** მოტივირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დაწყებული საქმის ბოლომდე შესრულების უნარი;

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა;

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციას ელ. მისამართზე უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე CV
** სამოტივაციო წერილი

დამატებითი ინფორმაცია: შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ საორიენტაციო შეხვედრა და მცირე ტრენინგი დღის ცენტრის სტანდარტების, ინდივიდუალური გეგმების და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე;

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 19.09.2025

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე dcfs.georgia@gmail.com. "Subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება "დღის ცენტრის პროგრამული მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია