Робота для біженців з України
სპეციალური პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სპეციალური პედაგოგი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 19 სექტემბერი
ა (ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" დაფუძნდა 1995 წელს, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირთა მშობლების და პროფესიონალების პირველი გაერთიანება საქართველოში. ორგანიზაციის ძირითად მიზანს წარმოადგენს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრირებისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, სხვადასხვა პროგრამების და პროექტების განხორციელების საშუალებით.

ორგანიზაციის ბაზაზე 2005 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ბავშვთა დღის ცენტრის სერვისი. დღის ცენტრი მუშაობს ყოველდღე 10 - 16.30 სთ-მდე.
დღის ცენტრის მოსახურების პროგრამა გულისხმობს: შშმ ბენეფიციარების ტრანსპორტირებას სახლიდან ცენტრამდე და უკან, მაქსიმუმ 6 საათიან და მინიმუმ 3 საათიან მომსახურებას ცენტრში, კვების ორგანიზებას, უსაფრთხო გარემოს შექმნას და სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვას ბენეფიციართა უნარების გასაუმჯობესებლად.

ა (ა)იპ " ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს დღის ცენტრის 18 წლის ზევით ჯგუფში სპეციალური პედაგოგის ვაკანტურ ადგილის დასაკავებლად.

ბენეფიციარები: 18-დან 45 წლამდე და 45 წლის ზემოთ ასაკის პირები.
ანაზღაურება: 700 ლარი

პედაგოგის ძირითადი ფუნქცია მოვალეობებია:

** დღის ცენტრის სტანდარტ დაცვა;
** იზრუნოს ბენეფიციართა უსაფრთხოებაზე;
** იმუშაოს ბენეფიციართა ფუნქციური და თვითმოვლის უნარების გაუმჯობესებაზე;
** იზრუნოს ბენეფიციართა აკადემიური უნარების განვითარებაზე;
** იზრუნოს და იმუშაოს ბენეფიციარების კოგნიტურ, მოტორულ და ფსიქო-სოციალურ განვითარებაზე;
** მონაწილეობა მიიღოს ბენეფიციართა კოგნიტური, აკადემიური და ფუნქციური უნარების შეფასებაში;
** შეძლოს ბენეფიციართა ინდივიდუალური საგანმანათლებლო გეგმის შედგენა- განხორციელება ფსიქოლოგის შეფასების საფუძველზე;
** მონაწილეობა მიიღოს ცენტრში ან მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზებასა და განხორციელებაში (ექსკურსია, სხვადასხვა თემატური ზეიმები: საახალწლო, საშემოდგომო, სააღდგომო და ა.შ);
** წინასწარ დაგეგმოს და შეათანხმოს ყოველკვირეული პროგრამული აქტივობები;
** შეიმუშაოს და წარადგინოს სემესტრული მუშაობის გეგმა (სილაბუსი);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ან უმაღლესი განათლების დიპლომი ფსიქოლოგიაში, სპეციალურ პედაგოგიკაში, საექთნო საქმე, მასწავლებლის დამხმარე ან სხვა მომიჯნავე სპეციალობებში;
** სასურველია შშმ პირებთან მუშაობის/პრაქტიკის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, Power Point, Outlook)
** ენები: ქართული წერითი და საუბრის უნარები კარგი, რუსული, ინგლისური (სასურველია)

პიროვნული მახასიათებლები:

** კეთილსინდისიერი, გულისხმიერი;
** ინიციატივისა და ანალიტიკური აზროვნების მქონე;
** ურთიერთობების დამყარების და გუნდური მუშაობის უნარი;
** ზრდისა და განვითარებისაკენ სწრაფვა;
** მოტივირებულობა;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დაწყებული საქმის ბოლომდე შესრულების უნარი;

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
** სამუშაო გამოცდილება;
** მოტივაცია;
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა;

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა - შერჩევა.
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციას ელ. მისამართზე უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე CV
** სამოტივაციო წერილი

დამატებითი ინფორმაცია: შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ საორიენტაციო შეხვედრა და მცირე ტრენინგი დღის ცენტრის სტანდარტების, ინდივიდუალური გეგმების და შეფასების კრიტერიუმების თაობაზე;

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 19.09.2025

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე dcfs.georgia@gmail.com. "Subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება "სპეციალური პედაგოგი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე