Робота для біженців з України
შესაფუთი სექციის ოპერატორი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესაფუთი სექციის ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს ცემენტის კომპანია
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
შპს "საქართველოს ცემენტის კომპანია" გახლავთ ცემენტის მწარმოებელი კომპანია რომელიც უკვე 10 წელია აწარმოებს ცემენტს და ემსახურება საქართველოს ბაზარზე არსებული წამყვან სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებს.

შპს საქართველოს ცემენტის კომპანია აცხადებს ვაკანსიას შესაფუთი სექციის ოპერატორის პოზიციაზე.

ვაკანსიის მდებარეობა: ქ. ფოთი
სამუშაო განაკვეთი: სრული - 40 საათიანი სამუშაო კვირა (ცვლის თანამშრომელი)
გრაფიკი: ორშაბათი - კვირა 09:00 - 21:00 (12 საათიანი ცვლა), შესვენება ცვლაში 2 საათი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** განახორციელოს შესაფუთი სექციის ლოგისტიკური პროცესების კოორდინაცია, რაც გულისხმობს შესაფუთ ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის კონტროლს და მიმართულების მიცემას;
** უზრუნველყოს ცემენტის დატვირთვის პროცესის ეფექტურად და უსაფრთხოდ განხორციელება — როგორც ავტომატიზებული აპარატურის მართვის გზით, ასევე საჭიროების შემთხვევაში ხელით ჩარევის საშუალებით;
** პერიოდულად განახორციელოს შესაფუთი სექციის ვიზუალური და ტექნიკური დათვალიერება სექციის გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად და დაზიანებების დროულად გამოვლენის მიზნით;
** აწარმოოს მიმდინარე ოპერაციების აღრიცხვა და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციის გადაცემას უშუალო ხელმძღვანელობისთვის;
** იმოქმედოს საწარმოო და ტექნოლოგიური პროცედურების შესაბამისად, დაიცვას შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური ექსპლუატაციის, ხანძარსაწინააღმდეგო, ელექტრო უსაფრთხოების და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო პროფესიულ-ტექნიკური სამშენებლო ტექნოლოგიების მიმართულებით;
** 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობა;
** კეთილსინდისიერება.

კომპანია უზრუნველყოფს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კომფორტული სამუშაო გარემო.

კანდიდატების შერჩევა მოხდება:

სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრებით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@gcco.ge 20 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: შესაფუთი სექციის ოპერატორი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე