დასახელება:
ტექნიკოსი
|
მომწოდებელი:
ibis Tbilisi City
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.
შენი როლი იქნება:
** ავეჯის, ტექნიკისა და ელექტრო მოწყობილობების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** მცირე ტექნიკის, სამზარეულოს აღჭურვილობის, სამრეცხაო მოწყობილობებისა და ქვაბების მოვლა-პატრონობა
** ხელის და ელექტრო ხელსაწყოების, ასევე ზოგადი სანტექნიკის სისტემებისა და მოწყობილობების გამართულობის უზრუნველყოფა
** სასტუმროს გარე სივრცეების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა
** გათბობა-გაგრილების სისტემის კონტროლი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** ხარვეზების დროული აღმოჩენა და პრობლემების ოპერატიული აღმოფხვრა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასტუმროს ან ჰოსპიტალიტის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი
რას გთავაზობთ ჩვენ
** ACCOR-ის სასტუმროების ფასდაკლების ბარათს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** უფასო კვებას სამუშაო საათებში
** ტრენინგებსა და განვითარების შესაძლებლობებს
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა თბილისი, სასტუმრო ibisi Tbilisi city, ვ. წითლანაძის ქუჩა N1
** სამუშაო განრიგი: სამუშაო გრაფიკი: 2/2, 12-საათიანი ცვლები (დღის და ღამის)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|