Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659894&print=yes&view=jobs
 
ავტოკადის სპეციალისტი/მხაზველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ავტოკადის სპეციალისტი/მხაზველი
მომწოდებელი: საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ავტოკადის (CAD) სპეციალისტი (მხაზველი) (2 ვაკანსია)

ძირითადი მოვალეობები:

** ხაზოვანი ნაგებობის და მასთან დაკავშირებული ობიექტების საპროექტო სამუშაოებში მონაწილეობა;
** ნახაზებისა და სქემების ხაზვა, შესრულებული საპროექტო ნახაზების გაფორმება, ბეჭდვა და ა.შ;
** კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება;
** კომპიუტერული პროგრამა AutoCAD-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** AutoCAD-ში მუშაობის არანაკლებ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საინჟინრო გრაფიკული ნახაზების დახაზვის უნარი AutoCAD-ში;
** საოფისე პროგრამების (Word Excel) ცოდნა;
** სასურველია ხაზოვანი ნაგებობების (გაზსადენი, წყალსადენი, და ა.შ.) პროექტირების ზოგადი საფუძვლების ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცონდა (რუსული და ინგლისური);
** ნებისმიერი სხვა საინჟინრო კომპიუტერული პროგრამის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული, პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მაღალი მოტივაცია;
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი.

გამოსაცდელი ვადა ერთი თვე.

საკონტაქტო ელფოსტა: N.Zhvania@ggtc.ge

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
შპს" საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომაპნია", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია