Робота для біженців з України
GIS სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: GIS სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" აცხადებს ვაკანსიას GIS სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საკადასტრო აზომვითი ნახაზების შედგენა;
** გეოინფორმაციული რუკების შედგენა (ტოპოგეგმა, ორთოფოტო და ა.შ);
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** გეოდეზიის ზოგადი საფუძვლების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამა ArcGIS - ის ცოდნა;
** ArcGIS -ში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (Word Excel) ცოდნა;
** სასურველია AutoCAD-ის ცოდნა;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა (რუსული და ინგლისური).

უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული, პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მაღალი მოტივაცია;
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი.

გამოსაცდელი ვადა ერთი თვე.

საკონტაქტო ელფოსტა: N.Zhvania@ggtc.ge

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
შპს" საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომაპნია", კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე