Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: პარვუს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 20 სექტემბერი
კომპანია "პარვუს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

შ.პ.ს. "პარვუს ჯგუფი" წარმოადგენს კერძო კომპანიას, რომელიც დაფუძნებულია და წარმატებით მოქმედებს 2019 წლიდან. კომპანია ოპერირებს ენერგეტიკის სექტორში და ავითარებს ჰიდრო, მზის და ქარის ელექტროსადგურებს. ასევე, ახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას როგორც ლოკალურ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.

ამჯერად, "პარვუს ჯგუფი" ეძებს მოტივირებულ კადრს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა; დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების გამართულად ფლობა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
** საოფისე, საკანცელარიო და სამეურნეო შესყიდვების წარმოება ყოველკვირეულად; მარაგების მართვა;
** თანამშრომელთა ჯანმრთელობისა და არაჯანმრთელობის დაზღვევების პროცესების მართვაში ჩართულობა;
** ახალი თანამშრომლისთვის სამუშაო სივრცის, კომპიუტერის, სხვა აუცილებელი
აღჭურვილობის დაორგნიზება;
** შიდა და გარე კორესპონდენციის მართვა - მიღება, რეგისტრაცია და ადრესატისთვის მიწოდება;
** ოფისის სტუმრების მიღება, გადამისამართება;
** ოფისის დიასახლისის საქმიანობის კოორდინირება;
** საჭიროების შემთხვევაში, აუთსორს კოპანიებთან/თანამშრომლებთან კომუნიკაცია;
** კომპანიის მძღოლების მარშუტების დაგეგმვა, კურირება და მათთან მუდმივი
კომუნიკაცია;
** კომპანიის თანამშრომლების ქვეყნის შიგნით თუ გარეთ მივლინებების დაგეგმვა, შესაბამისი ჯავშნებისა და საჭიროების შემთხვევაში, ვიზების უზრუნველყოფა;
** შეხვედრების დაორგანიზება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა და ოპერატიულობა;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კეთილგანწყობა და მოწესრიგებულობა.

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი, 5 დღიანი სამუშაო კვირა;
** სამუშაო საათები: 10:00-18:00;
** ლოკაცია: ქ. თბილისი, ბიზნეს ცენტრი "გრატო"

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალებთან თანამშრომლობისა და განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@parvus.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject line) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ოფისის მენეჯერი".

მონაცემების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 სექტემბერი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გაცნობებთ, რომ მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "პარვუს ჯგუფი", რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.

მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა
შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით.

შპს "პარვუს ჯგუფი" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

კომპანია "პარვუს ჯგუფი" გისურვებთ წარმატებებს საკონკურსო შერჩევის პროცესში!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე