Робота для біженців з України
სტაციონარის ფინანსურ-ადმინისტრაციული სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაციონარის ფინანსურ-ადმინისტრაციული სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰერა 2011
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
შ.პ.ს "ჰერა 2011" აცხადებს ვაკანსიას სტაციონარის ფინანსურ-ადმინისტრაციული სპეციალისტის პოზიციაზე

შ.პ.ს "ჰერა 2011" სამშობიარო სახლია, რომელიც 14 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს როგორც სამეანო, ასევე ამბულატორიული გინეკოლოგიური მიმართულებით.

მაღალკვალიფიციური პროფესიონალთა გუნდი ყოველწლიურად ემსახურება ათასობით პაციენტს.

კომპანია ფლობს უმაღლესი ხარისხის საერთაშორისო აღიარების "აკრედიტაცია კანადას" პლატინის სერტიფიკატს, რაც მისი კლინიკური სტანდარტების, უსაფრთხოებისა და პაციენტზე ორიენტირებული მიდგომის დამადასტურებელი უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებაა.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კონსტანტინე ჩაჩავას ქ. N1
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (შაბათი/კვირა ცვლადი წინასწარი შეთანხმებით)
** სამუშაო საათები: 10:00 - 17:00 (შაბათი/კვირა 10:00 - 14:00)
** ანაზღაურება: დარიცხული ხელფასი 1750 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სტაციონარში პაციენტების ფინანსურ-ადმინისტრაციული მომსახურების უზრუნველყოფა;
** პაციენტების რეგისტრაცია და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** ფინანსური ოპერაციების (ნაღდი და უნაღდო) აღრიცხვა და მონაცემების დაფიქსირება;
** სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსური დოკუმენტების მომზადება და გადაგზავნა;
** ბუღალტერიასთან და ადმინისტრაციასთან კოორდინაცია;
** პაციენტების ფინანსურ საკითხებში კონსულტირება და მხარდაჭერა;
** კონფიდენციალურობისა და ფინანსური სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება (სასურველია ფინანსებში, ეკონომიკაში ან ადმინისტრირებაში);
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** კომპიუტერული უნარების ფლობა (MS Office - Excel, Word, საბაზისო პროგრამები);
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდურობა და კოლეგებთან თანამშრომლობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო სივრცეს.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hera2011hr@gmail.com

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ შ.პ.ს "ჰერა 2011"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე