დასახელება:
გაყიდვების შემდგომი მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელი
|
მომწოდებელი:
X2 Group
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 10 სექტემბერი
|
"X2 Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების შემდგომი მომსახურების განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** After Sales მენეჯერების გუნდის მართვა და მათი ეფექტურობის მონიტორინგი
** კლიენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და კონტროლი
** კლიენტთა ლოიალობის ასამაღლებელი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
** CRM სისტემის (After Sales მოდული) მართვა და განვითარება
** ხელშეკრულებებით გათვალისწინებული, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი
** პროექტის მენეჯერებთან და სხვა და სხვა დეპარტამენტის წარმომადგენლებთან რეგულარული კომუნიკაცია
** დოკუმენტაციის (თანხმობა, განცხადება და ა.შ.) მართვის მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კლიენტთა მომსახურების ან შესაბამის სფეროში
** გუნდის მართვის გამოცდილება
** მაღალი პასუხისმგებლობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები
** CRM სისტემასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდურად მუშაობის უნარი
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** დროის მართვის უნარი
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერულ ზრდასა და განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
რეზიუმეების მიღების ვადა: 2025 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით.
გამოაგზავნეთ თქვენი CV hr@x2.ge-ზე, სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|