Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659875&print=yes&view=jobs
 
კომპანიის წარმდგენი/სოციალური მედიის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომპანიის წარმდგენი/სოციალური მედიის ოპერატორი
მომწოდებელი: Teromix
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
"ტერომიქსპლიუსი" მომხმარებლებს სამზარეულოს ავეჯსა და კარებებს სთავაზობს. ჩვენს გუნდს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ვინაიდან გვსურს, ჩვენი კომპანიის შესახებ, სოციალური ქსელების საშუალებით, უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს, მოხარული ვართ, დავიწყოთ თანამშრომლობა კომპანიის წარმდგენთან/სოციალური მედიის ოპერატორთან:

თუ გამართულად მეტყველებთ ქართულად და შეგიძლიათ კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე, თუ კამერასთან და სოციალურ ქსელებთან მუშაობის სურვილი გაქვთ, და თვლით, რომ კომპანიის წარდგენას პოზიტიური მანერით შეძლებთ და ხართ პუნქტუალური, ჩვენი გუნდის კარი თქვენთვის ღიაა.

სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ. თბილისი, კონსტანტინე სტანისლავსკის 1 ბ
გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი.
ფინანსური პირობები: ანაზღაურება შეთანხმებით.

ფუნქცია მოვალეობები:

** მონაწილეობა მარკეტინგულ კამპანიებში;
** კომპანიის სხვადასხვა სერვისის წარდგენა კამერის წინ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქართულის ენის სრულყოფილად და ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** ეფექტური კომუნიკაციის და გამართული მეტყველების უნარი;
** გამოცდილება სავალდებულო არ არის, მთავარია თქვენი მოტივაცია.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@teromix.ge. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია