Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659873&print=yes&view=jobs
 
პროდუქციის მენეჯერი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქციის მენეჯერი
მომწოდებელი: მედიგრუპ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
ფარმაცევტული კომპანია "შპს მედიგრუპ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის თანამდებობაზე (თბილისი, რეგიონები).

სამუშაოს აღწერილობა/ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტების ჩატარება ექიმებთან და სააფთიაქო პერსონალთან;
** კომპანიის მიერ წარმოებული მედიკამენტების შესახებ სამედიცინო ინფორმაციის წარდგენა;
** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი;
** სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობის განხორციელება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** რუსული ენის კარგად ცოდნა;
** კომპიუტერის ცოდნა;
** გაყიდვებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** 2 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე.

უნარები და შესაძლებლობები:

** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა, მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** ორგანიზატორული ნიჭი;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის შესაძლებლობა;
** პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა;
** არაკონფლიქტურობა;
** ავტომანქანის მართვის მოწმობა (სასურველია).

ხელფასი შეთანხმებით. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გადმოაგზავნონ CV ფოტოსურათით, შემდეგ ელფოსტაზე: officemedigroup@gmail.com.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია