Робота для біженців з України
საწყობის უფროსი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

თქვენი მომავალი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები:

** შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
** მიღებული პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება დოკუმენტაციასთან მიმართებით;
** მომწოდებლებისგან პროდუქციის მიღების პროცესის კონტროლი და დროული გაგზავნა დანიშნულების ადგილას;
** პროდუქციის ვადებისა და ტემპერატურის კონტროლი საოპერაციო და ჰიგიენური წესების შესაბამისად;
** ტვირთის მიღება, გადაზიდვა, როტაცია და საწყობში სწორი განთავსება/დახარისხება;
** შეკვეთების დროული მიწოდების პროცესის კოორდინაცია;
** პროდუქციის უსაფრთხოების, შეფუთვის მთლიანობისა და ტრანსპორტირებისას წესების დაცვის უზრუნველყოფა;
** საწყობის ტექნიკისა და ინვენტარის უსაფრთხო გამოყენების კონტროლი, ხარვეზების დროული დაფიქსირება და შესაბამისი პირების ინფორმირება;
** გუნდის წევრთა სამუშაო პროცესის მონიტორინგი და მხარდაჭერა ეფექტური მუშაობისთვის;
** საწყობის ოპერაციების გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების შემუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საწყობის ან ლოჯისტიკის სფეროში მსგავს პოზიციაზე;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო (B1) დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** პრობლემების ანალიზისა და ეფექტური გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** გუნდის მართვისა და თანამშრომელთა სამუშაო პროცესების ზედამხედველობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
** მრავალფეროვან სამუშაო გარემოს საერთაშორისო სტანდარტებით;
** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას, კვების კომპენსაციას და სხვა ბენეფიტებს კომპანიის პოლიტიკის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელფოსტის მისამართზე: vkakuchaia@onepoint.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "საწყობის უფროსი სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე