დასახელება:
საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ფოლადის სახლი
|
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო
/ ბოლო ვადა: 21 სექტემბერი
|
ლითონის და სხვა სამშენებლო მასალების ერთ ერთი მსხვილი მწარმოებელი და თრეიდერი კომპანია "ფოლადის სახლი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი.
ფუნქციები:
** შესყიდვის ობიექტთა შესახებ ინფორმაციის მოძიება ფასების, მახასიათებლებისა და მომწოდებლების დონეზე;
** პროექტებთან დაკავშირებული მომწოდებლების მოძიება, შესასყიდი მომსახურების/საქონლის ფასების დადგენა და შესაბამისი ბიუჯეტის განსაზღვრა, ხარჯთაღრიცხვის წარმოება და წარდგენა შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან;
** შესყიდვებისთვის საჭირო ინფორმაციის დროულად მოგროვება სხვადასხვა დეპარტამენტებიდან და სამსახურებიდან;
** შესყიდვების განხორციელებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის (ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარების, საბუღალტრო და სამართლებრივი აქტების) წარმოება/ინსპექტირება
** მომარაგების ტრანსპორტირების პროცესის ყოველდღიური კონტროლი და მონიტორინგი, შესაბამისი დელეგირება;
** მომარაგების პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება.
ძირითადი მოთხოვნები:
** მთავარი მოთხოვნა: თურქული ენის ცოდნა;
** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად ადაპტირების უნარი;
გუნდის მართვისა და ფუნქციების სწორად დელეგირების უნარები;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად
მისამართი: ვაზიანი
ბენეფიტი: ულიმიტო სასაუბრო კორპორაციული ნომერი, კვება, ტრანსპორტირება
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@poladissakhli.ge გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საერთაშორისო შესყიდვების სპეციალისტი.
კომპანია გასაუბრებისთვის დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებს.
|
|
|
|