Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას 27ბ
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სამსახურების მარაგების აღრიცხვა პროგრამა "dariex"-ში და ნაშთის შედარება სამედიცინო პროგრამასთან;
** სხვადასხვა სახარჯი სამედიცინო მასალების ბრუნვის აღრიცხვა პროგრამა "dariex"-ში და ნაშთის შედარება სამედიცინო პროგრამასთან;
** სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიების სამსახურის ინჟინრების მარაგების ბრუნვის აღრიცხვა პროგრამა "dariex"-ში და ნაშთის შედარება სამედიცინო პროგრამასთან;
** ცენტრალური ლაბორატორიის სალაროს ოპერაციების აღრიცხვა;
** შედარების აქტების წარმოება მომწოდებლებთან;
** ინსტრუმენტების შეძენის, ჩამოწერის და გადაადგილების აღრიცხვა;
** ფილიალის მედიკამენტებისა და სხვა სამედიცინო სახარჯი მარაგების აღრიცხვა განყოფილებების მიხედვით პროგრამა "dariex"-ში და ნაშთების შედარება სამედიცინო პროგრამასთან.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** აუცილებელია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** სასურველია ACCA-ს საკვალიფიკაციო ხარისხი;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge. ელფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4/09/2025.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

https://www.aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე