Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=659841&print=yes&view=jobs
 
თანხის გადახდის უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თანხის გადახდის უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სპეციალისტი
მომწოდებელი: ავერსის კლინიკა
გამოქვეყნდა: 21 აგვისტო / ბოლო ვადა: 04 სექტემბერი
შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას კონტრაქტორ კლინიკებთან და სხვა დებიტორებთან თანხის გადახდის უზრუნველყოფისა და აღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ვაჟა-ფშაველას 27ბ
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველკვირეულად დებიტორული დავალიანების ცხრილის მომზადება - იურიდიულ პირების დავალიანებაზე;
** დებიტორული დავალიანების კონტროლი პროგრამა "dariex"-ში და შედარების აქტების გაფორმება.
ვალის დროულად დაფარვისთვის აქტიური ყოველდღიური კომუნიკაცია;
** სხვადასხვა ორგანიზაციების დაფინანსებით შემოსავლის დარიცხვა და ჩარიცხული თანხების გატარება;
** სხვადასხვა ორგანიზაციის ხარჯების გატარება - ინდივიდუალური მეწარმეები;
** წარმომადგენლობითი ხარჯების აღრიცხვა.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა - განსაკუთრებით MS Excel;
** პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
** პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე hr_clinic@aversi.ge. ელფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: აღრიცხვის სპეციალისტი იმისათვის, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 4/09/2025.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!

https://www.aversiclinic.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია